ჩვენ შესახებ

შპს "მექანიზატორის" საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: 
1. სასოფლო სამეურნეო ტექნიკით მომსახურება.
2. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა და ფერმერთა ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა.
3. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში.
4. ნიადაგის თესვისწინა და შემდგომი სამუშაოების ჩატარება.


შპს „მექანიზატორი“ მუდმივ მზადყოფნაშია, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მიწათმოსარგებლეებს მომსახურება შესთავაზოს სასოფლო - სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის საქმეში, კონსულტაციები გაუწიოს: პესტიციდების, ჯიშიანი და მაღალხარისხოვანი თესლეულის, ახალი ტექნოლოგიების და ახალი კულტურების დანერგვის შესახებ. შპს „მექანიზატორს“ აქვს შესაძლებლობა აგროვადებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოემსახუროს მიწათმოსარგებლეებს , დროულად და ხარისხიანად ჩაატაროს საგაზაფხულო, საშემოდგომო და მზრალად ხვნების სამუშაოები, ასევე თესვის , ჰერბიციდებით ნათესების დამუშავების, კულტივაციის, ფარცხვის, მინერალური სასუქების შეტანის და რაც მთავარია მოსავლის დროულად და უდანაკარგოდ აღების სამუშაოები.

იხილეთ აგრო ოპერაციის ტარიფი

price form

პარტნიორები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
საქართველოს მელიორაცია
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
ღვინის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო